საქსტატი - 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი - თურქეთი
21/06/2021 07:45:30 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი 262.5 მლნ. აშშ დოლარით იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 205.3 მლნ. აშშ დოლარითა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 195.6 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 624.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 393.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 289.6 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის გამოთვლით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 758.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 598.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 552.0 მლნ. აშშ დოლარით.


