Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

21/06/2021 06:49:38 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 260 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 834 პირი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა,
  • აჭარა - 18,
  • იმერეთი - 17,
  • ქვემო ქართლი - 14,
  • შიდა ქართლი - 9,
  • გურია - 0,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7,
  • კახეთი - 16,
  • მცხეთა-მთიანეთი - 5,
  • სამცხე-ჯავახეთი - 7,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.

590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 222- აჭარაში.

4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 867 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 350, პირი, აჭარაში - 1 086, იმერეთში - 969.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 პირი გამოჯანმრთელდა, 5 175 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S