Accentnews.ge
ბაიდენი თეთრ სახლში ავღანეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს

ბაიდენი თეთრ სახლში ავღანეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს

21/06/2021 06:28:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირის ბოლოს ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის თეთრ სახლში უმასპინძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ლიდერი ავღანეთს დიპლომატიური, ეკონომიკური და ჰუმანიტარულ დახმარების პირობას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ.

ცნობისთვის: ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გასვლის პარალელურად, ქვეყანაში ძალადობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. როგორც დასავლური მედია იუწყება, „თალიბანმა“ კონტროლი ქვეყნის 30 რაიონზე დაამყარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S