Accentnews.ge
წინასწარი შედეგების თანახმად, სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ ხმათა 53,92% მიიღო, ქოჩარიანის ბლოკმა -21,04%

წინასწარი შედეგების თანახმად, სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ ხმათა 53,92% მიიღო, ქოჩარიანის ბლოკმა -21,04%

21/06/2021 05:42:28 მსოფლიო

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო კონტრაქტი" ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა ყოფილი პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა (პარტია "სომხეთი") - 21.04%. მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23%-იანი მხარდაჭერა აქვს. გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 3.96%-ის მოგროვება შეძლო.

ხმების დათვლის შემდეგ ფაშინიანმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე "მეორე რევოლუცია" მოახდინა.

"სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ. სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა. ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა, აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ძალასთან. კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.4% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 1 200 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. პარლამენტში შესასვლელად პარტიებმა ხმათა მინიმუმ, 5% უნდა დააგროვონ, ბლოკებმა კი - 7%. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა “სტაბილური უმრავლესობა”, რაც საპარლამენტო მანდატების 54%–ია, "სამოქალაქო კონტრაქტს" კი 0,8% აკლდება, ამდენად, ფაშინიანს საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებთან მოუწევს კომუნიკაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S