თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
19/06/2021 06:56:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 769 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 460 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 544, „პისიარ“ ტესტით – 17 728.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა,
- აჭარა - 46,
- იმერეთი - 62,
- ქვემო ქართლი - 58,
- შიდა ქართლი - 23,
- გურია - 4,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44,
- კახეთი - 44,
- მცხეთა-მთიანეთი - 14,
- სამცხე-ჯავახეთი - 9,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 861 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 651, პირი, აჭარაში - 1 189, იმერეთში - 1 097.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 პირი გამოჯანმრთელდა, 5 148 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232.


