დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
19/06/2021 05:24:23 საზოგადოება
გეგმური სამუშაოების გამო 19 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დელისის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება უშანგი ჩხეიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


