Accentnews.ge
POLITICO – თეთრმა სახლმა შეაჩერა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებდა

POLITICO – თეთრმა სახლმა შეაჩერა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებდა

18/06/2021 20:18:10 მსოფლიო

თეთრმა სახლმა შეაჩერა სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებდა, – იუწყება "POLITICO" ოთხ ამერიკელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, სამხედრო პაკეტის ღირებულება 100 მლნ დოლარია.

"იგი იმ პერიოდში შემუშავდა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ძალების თავმოყრა დაიწყო. თუმცა აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პაკეტი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც რუსეთმა უკრაინის სიახლოვეს განლაგებული ძალების ნაწილის უკან გაყვანის თაობაზე განაცხადა და ბაიდენ–პუტინის შეხვედრის მზადება დაიწყო", – წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ პაკეტი კვლავ უცვლელი რჩება და სამხედრო დახმარება შესაძლოა, სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში.

გამოცემის ცნობით, პაკეტის შეიარაღებაში შედის, მათ შორის, მცირე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

"შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს აშშ–მა უკრაინას 150 მილიონ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებაც გამოუყო, რომელიც, სავარაუდოდ, ლეტალური იარაღს არ მოიცავს", – წერს გამოცემა.

რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კიევს 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო, მათ შორის, მიაწოდა უპილოტო საფრენი აპარატები და "ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S