„საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს
18/06/2021 08:57:11 საზოგადოება, რეკლამა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
"ამჯერად სამელიორაციო სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტშიმიმდინარეობს.სოფელ ხორხელში გამავალი სისტემა, სადაც ამ დროისთვის 630 მმ-იანი ქსელი იცვლება, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემიდან იკვებება. წყალსადენის სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას, საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. შედეგად 130 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლისმიწოდების რეჟიმი.სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს,დასრულების ეტაპზეა", – აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში".


