Accentnews.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: "სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: "სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა"

18/06/2021 12:00:50 საზოგადოება, რეკლამა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ცნობით, ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, ნიშნავს რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები უტყუარი და საერთაშორისოდ აღიარებულია.

„მიმდინარე წელს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ლაბორატორიის შემოწმების შედეგები შეფასდა დადებითად და მოხდა ახალი სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება.

რეაკრედიტაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთჯერ ტარდება ,ასევე ლაბორატორიაში აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტების მიერ ხორციელდება ყოველწლიური შეფასება.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია; გარდა ამისა, აკრედიტაციის პროცესში მაღალი შეფასებები მიიღეს ლაბორატორიის სპეციალისტებმა.

პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, დადგენილი რეგულაციების დაცვით, სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის კვლევებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S