Accentnews.ge
"შსს-მ "პრაიდის" კვირეულზე გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს"

"შსს-მ "პრაიდის" კვირეულზე გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს"

18/06/2021 11:28:25 საზოგადოება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა გააკეთა იმისათვის, რომ ლგბტ თემის და მისი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს.

5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშთან" დაკავშირებით, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სამარათალდამცავმა ორგანოებმა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყონ.

"ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული. თუ არსებობს საფრთხეები, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანო, რომ მის მოქალაქეს ჰქონდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ველოდებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას", - განაცხადა ლომჯარიამ.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S