პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 19 სექტემბერს დანიშნა
18/06/2021 09:23:53 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების 19 სექტემბერს დანიშვნის შესახებ, - იუწყება რუსული მედია.
„დაინიშნოს სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 2021 წლის 19 სექტემბრისთვის. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნების მომენტიდან”, - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად პრეზიდენტის ხელმოწერიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს.


