Accentnews.ge
ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება

ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება

18/06/2021 07:44:46 საზოგადოება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთხსართულიანი საჯარო სკოლა შენდება.

სოფელ ფერიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ ფერიაში შენდება 430 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოეწყობა საკლასო კომპიუტერებისა და ლაბორატორიისათვის, ბიბლიოთეკა, ასევე, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი, პანდუსი და ადაპტირებული იქნება სველი წერტილები. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით. მშენებლობის ღირებულება შეადგენს 3 444 444 ლარს.

ხელვაჩაური: 2021 წელს დასრულდება 2019 წელს დაწყებული ფერიის და ქედქედის სკოლების და მახოს სკოლის სპორტდარბაზის მშენებლობა. 2021 წელს დაიწყება განთიადის სკოლის სპორტდარბაზის მშენებლობა.

ჯამში 2021 წელს განხორციელდება 16 სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის (12 სკოლა, 4 დარბაზი) და 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S