თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
18/06/2021 06:47:38 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 671 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 657 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, „პისიარ“ ტესტით – 13 239.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა,
- აჭარა - 36,
- იმერეთი - 72,
- ქვემო ქართლი - 39,
- შიდა ქართლი - 41,
- გურია - 6,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26,
- კახეთი - 36,
- მცხეთა-მთიანეთი - 28,
- სამცხე-ჯავახეთი - 11,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 057 საიდანაც 2 825 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 528, აჭარაში - 224, იმერეთში - 381.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 10, იმერეთში - 14.
599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 346 - თბილისში, 221- აჭარაში.
5 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 42, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 860 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 312 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 879, პირი, აჭარაში - 1 320, იმერეთში - 1 097.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 357 591 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 377 პირი გამოჯანმრთელდა, 5 131 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 225 666 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 441.


