Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო "რუსთავი-2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრო "რუსთავი-2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

23/07/2019 08:00:34 სხვა, სამართალი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.

იხილეთ წერილი:


ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S