Accentnews.ge
ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

18/06/2021 05:57:03 მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში განახორციელა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნული ღაზადან ისრაელის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთების გაშვებას მოჰყვა.

"ჩვენმა მოიერიშე თვითმფრინავებმა „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნის დონე გაზარდა და ღაზაში მდებარე „ჰამასის“ სამიზნეებზე თავდასხმას გააგრძელებს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში იგივე მიზეზით 16 ივნისსაც განახორციელა, რომელიც პირველი საჰაერო იერიში იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S