მეექვსე დღეა, პოლონეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ
18/06/2021 05:37:42 საზოგადოება
მეექვსე დღეა, პოლონეთის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ეძებენ.
26 წლის დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბოლო კონტაქტი ახალგაზრდასთან გასულ კვირას ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა უცხო ავტომობილში ჩაჯდომისას ნახეს. მას თან არ აქვს პირადი დოკუმენტები.
ოჯახი ძებნის ოპერაციაში დახმარებას ითხოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია და მუდმივი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებთან და ოჯახის წევრებთან. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.


