Accentnews.ge
თადუმაძე განმარტავს, რატომ არიან მისი რეკომენდატორები სესიაშვილი, ცქიტიშვილი და კობალაძე

თადუმაძე განმარტავს, რატომ არიან მისი რეკომენდატორები სესიაშვილი, ცქიტიშვილი და კობალაძე

23/07/2019 07:15:36 სხვა, სამართალი

საქართველოს გენპროკურორი შალვა თადუმაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, განმარტავს რატომ არიან მისი რეკომენდატორები “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

"ირაკლი სესიაშვილთან ერთად გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში. ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და ამ ქვეყანაში, თუ ვინმემ იცის ჩემი კვალიფიკაცია, იცის ირაკლი სესიაშვილმა. ბუნებრივია, არა მხოლოდ კვალიფიკაცია, არამედ თვისებები, იმიტომ, რომ მე და ირაკლი ვართ მეგობრები.

კიდევ თუ ვინმემ იცის, რა პროფესიული და ადამიანური შესაძლებლობები გამაჩნია, ეს იცის მაია ცქიტიშვილმა, იმიტომ, რომ მე და მაიამ ერთად ვიმუშავეთ ექვსი წელი მთავრობის ადმინისტრაციაში. 

კობა კობალაძე, არის ჩემი მეგობარი, ასევე პარლამენტის წევრი.ის არის ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლოს დარბაზიდან გამომეყვანა, მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპატიები არ არის“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S