ესტონეთი საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს
17/06/2021 19:14:08 საზოგადოება
ესტონეთი საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ესტონეთი დაეხმარება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.


