Accentnews.ge
UEFA: "ნაკრებებს სპონსორებზე კონტრაქტით აღებული ვალდებულებები შევახსენეთ"

UEFA: "ნაკრებებს სპონსორებზე კონტრაქტით აღებული ვალდებულებები შევახსენეთ"

17/06/2021 18:27:00 მსოფლიო

UEFA საფეხბურთო ნაკრებებს ახსენებს, რომ ტურნირის სპონსორების წინაშე კონტრაქტით აღებული ვალდებულებები აქვთ.

ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რიგმა ფეხბურთელებმა პრეს–კონფერენციაზე "კოკა-კოლას" ბოთლები გვერდზე გადადგეს.

როგორც ევროპის ჩემპიონატის დირექტორი მარტინ კალენი აცხადებს, აღნიშნული ვალდებულებების დაცვა ტურნირის რეგულაციების ნაწილია, რაც ეროვნულ ფედერაციებზე ვრცელდება. მისი თქმით, ნებისმიერი სანქციის დაკისრება ფედერაციების კომპეტენციაშია და UEFA პირდაპირ ვერ დააჯარიმებს მოთამაშეებს. თუმცა მან მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში დაჯარიმება არ გამორიცხა:

"ჩვენ მათ გავახსენეთ თავიანთი ვალდებულებები, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაჯარიმება ყოველთვის რჩება შესაძლებლობად“, – განაცხადა კალენმა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა, შემდეგ კი ხელში წყლის ბოთლი აიღო და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.

"კოკა-კოლა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ფეხბურთელის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

აღნიშნულის შემდეგ კომპანიის ერთი აქციის ფასი 56,10 აშშ დოლარიდან 55,22 დოლარამდე დაეცა. „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულებამ კი 242 მილიარდიდან 238 მილიარდ დოლარამდე იკლო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S