Accentnews.ge
ნულანდი: "აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, თუმცა უკრაინას კვლავ მტკიცედ დავუჭერთ მხარს"

ნულანდი: "აშშ-ს რუსეთთან პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, თუმცა უკრაინას კვლავ მტკიცედ დავუჭერთ მხარს"

17/06/2021 18:18:02 მსოფლიო

"მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის, აშშ კვლავ განაგრძობს უკრაინის სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის ასევე განიხილოს კიევის თხოვნა დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში აშშ-ის უფრო ღრმა ჩართულობის შესახებ.

„ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები შესაძლებელია. მაგრამ იბადება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი ჩვენთან ასეთი ურთიერთობისთვის? თუ არა, მაშინ იქნება შედეგი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეაგირებას მოახდებს. როგოც მან განაცხადა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენი დაცვის შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ისინი გაგრძელდება მანამ, სანამ კრემლი არ შეცვლის პოზიციას უკრაინის მიმართ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S