თვითმფრინავში, რომელიც რეისს მინსკიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა, მგზავრებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
17/06/2021 12:27:11 საზოგადოება
თვითმფრინავში, რომელიც რეისს მინსკიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა, მგზავრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც ერთ–ერთი მგზავრი გამოცემა Gazetaby-სთან ყვება, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქართველმა კაცმა ბელარუს ქალს შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, ეს ინციდენტი სხვა მგზავრებმაც შენიშნეს.
თვითმხილველის განცხადებით, ბორტგამცილებლებმა ქალი სხვა ადგილზე გადასვეს, მაგრამ კონფლიქტი არ განიმუხტა, რადგან სხვა მგზავრებს, მათ შორის ქართველებს, "კაცის ცემა სურდათ".


