Accentnews.ge
ტრამპი – ბაიდენ–პუტინის სამიტზე: "რუსეთისთვის კარგი დღე იყო, არ მგონია, ჩვენ რამე მივიღეთ"

ტრამპი – ბაიდენ–პუტინის სამიტზე: "რუსეთისთვის კარგი დღე იყო, არ მგონია, ჩვენ რამე მივიღეთ"

17/06/2021 11:32:58 მსოფლიო

"კარგი დღე რუსეთისთვის", – ასე შეაფასა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟენევაში 16 ივნისს გამართული აშშ-რუსეთის სამიტი.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სამიტზე ვლადიმერ პუტინი და რუსეთი დომინირებდა.

"ვფიქრობ, რუსეთისთვის კარგი დღე იყო. არ მგონია, რომ ჩვენ იქიდან რამე მივიღეთ",- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის: გუშინ ჟენევაში აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. პუტინმა აუდიანციას "კარგი და კონსტრუქციული" უწოდა. ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრის ატმოსფერო "დადებითი" იყო და რომ "ის გააკეთა, რის გასაკეთებლადაც ჟენევაში ჩავიდა". აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ბრიფინგზე, მათ შორის უკრაინისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S