მაკა სულაძე - ბარიკადების აღებაზე: "ბრძოლამ შედეგი გამოიღო, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა"
17/06/2021 11:26:51 საზოგადოება
"რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
მისი თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა.
"ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან",- განაცხადა სულაძემ.
"რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გუმათში განთავსებულ ბარიკადებს დღის ბოლომდე აიღებენ.
![]()


