
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს
23/07/2019 06:06:25 სხვა, საზოგადოება
ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი 4 მედლით გაიზარდა.
ოთხივე შემთხვევაში წარმატება თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე მოდის.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ხალიჩაზე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ) და დავით აბდალაძე (60 კგ) გავიდნენ და შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ასეთივე შედეგი აქვთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ). აბულაძეს ვერცხლის მედალი ერგო, ბროლაძეს - ბრინჯაოსი.
ცნობისთვის: ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ).
დღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა - კატრინ ესაძემ და ლიზი დოლიძემ 2:6, 6:2 (11:9) დაამარცხეს ავსტრიელთა დუეტი და წყვილთა შეჯიბრების მეორე წრეში გავიდნენ.
22 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში 6 მედლით (4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) მე-9 ადგილზეა.