ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს იაკობთან ერთად ჩავა
17/06/2021 08:46:13 საზოგადოება
ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მეუფე იაკობთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
"ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ", - განაცხადა ლომჯარიამ.


