
წვიმა,ქარი, სეტყვა– 25 ივლისის ამინდის პროგნოზი
25/07/2019 04:08:05 სხვა, საზოგადოება
გასული დღეების მსგავსად საქართველოში 25 ივლისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი,– იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
რაც შეეხება თბილისს, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.