ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა
17/06/2021 06:13:14 საზოგადოება
3 მაისს ლეგენდალურ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
იუბილესთან დაკავშირებით არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ქართველ დიდოსტატს საკუთარი მაისური უსახსოვრა.
33 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად ნონა გაფრინდაშვილისთვის „ბარსელონას“ 10-ნომრიანი მაისური, თავისივე სახელის წარწერით გამოუგზავნა, რომელიც მოჭადრაკეს ფიდე–ს ვიცე-პრეზიდენტმა გადასცა.


