Accentnews.ge
"ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა"

"ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა"

17/06/2021 07:09:13 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ვალდებულია, ნოინოწმინდის პანსიონში შევიდეს.

"სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება და აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან", – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება:

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან იქნება ძალიან პროდუქტიული. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S