Accentnews.ge
"პუტინთან შეხვედრაზე დავასახელე 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი, რომელსაც კიბერ–შეტევები არ უნდა შეეხოს"

"პუტინთან შეხვედრაზე დავასახელე 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი, რომელსაც კიბერ–შეტევები არ უნდა შეეხოს"

16/06/2021 19:07:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ამერიკული „კრიტიკული ინფრასტრუქტურის“ გარკვეულ უბნებს კიბერ–შეტევები არ უნდა შეეხოს.

"დავასახელე 16 ერთეული კონკრეტული ობიექტი, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორისა ენერგეტიკისა და წყლის სისტემები", – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც აშშ–ის პრეზიდენტმა აღნიშნა, "ორივე მხარე ექსპერტების ჩართვაზე შეთანხმდა, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტულ ურთიერთგაგებაზე, რას არ უნდა შეეხოს კიბერ–შეტევები".

მისი თქმით, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ კრიმინალების წინააღმდეგ, რომლებიც მათი ტერიტორიებიდან ახორციელებენ კიბერ–შეტევებს. .

"თუ ისინი [რუსები] დაარღვევენ ძირითად ნორმებს, ჩვენ ვუპასუხებთ", – დასძინა ბაიდენმა. .

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S