Accentnews.ge
რა აჩუქეს ერთმანეთს ბაიდენმა და პუტინმა

რა აჩუქეს ერთმანეთს ბაიდენმა და პუტინმა

16/06/2021 18:27:29 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს საწერი კომპლექტი "მოსკოვი" აჩუქა, რომელიც რუსული "ხოხლომის" სტილშია მოხატული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უამბო.

რაც შეეხება ბაიდენის საჩუქარს, პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას მზის სათვალე-ავიატორი და ბროლის ფიგურა უსახსოვრა.

ცნობისთვის: ბაიდენი და პუტინი დღეს ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S