
სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა
23/07/2019 05:34:06 სხვა, მსოფლიო
სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.
როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა თვითმფრინავმა ორჯერ დაარღვია სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე. ინციდენტი იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს კუნძულების რაიონში მოხდა, რომლებიც სეულსა და ტოკიოს შორის დავის საგანს წარმოადგენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.