"პუტინს განვუცხადე, რომ ჩვენი დღის წესრიგი არც რუსეთისა და არც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. იგი ამერიკელი ხალხისთვისაა"
16/06/2021 17:34:01 მსოფლიო
"პუტინს განვუცხადე, რომ ჩვენი დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა", – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მე განვუცხადე პუტინს, რომ ჩვენი დღის წესრიგი ამერიკელი ხალხისთვისაა. იგი არ არის არც რუსეთისა და არც არავის წინააღმდეგ", – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან პუტინთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების მნიშვნელობას.
"მე ვუთხარი მას, რომ ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მაგიდაზე", – დასძინა მან.


