"პრეზიდენტი ბაიდენი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწეა. იგი ტრამპისგან ძალიან განსხვავდება"
16/06/2021 16:39:46 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს "გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე" უწოდა.
ამის შესახებ მან ბაიდენთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"პრეზიდენტი ბაიდენი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწეა. ჩვენი პირისპირ შევედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. [...] იგი ტრამპისგან ძალიან განსხვავდება", – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინს 2018 წელს შეხვდა. ჰელსინკის პრეს–კონფერენციაზე ტრამპის გამოსვლამ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.


