აშშ და რუსეთი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მომავალზე შეთანხმდნენ
16/06/2021 16:27:47 მსოფლიო
აშშ და რუსეთი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ შეთანხმების მომავალზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, უახლოეს ხანებში შესაბამის რუსულ და ამერიკულ უწყებებს შორის ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ჟენევაში დღეს გაიმართა.


