პუტინი – უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებაზე: "ვფიქრობ, აქ განსახილველი არაფერია"
16/06/2021 16:09:49 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მან ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან უკრაინის საკითხი განიხილა.
"უკრაინის თემას შევეხეთ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დეტალურად. როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დარეგულირებას საფუძვლად უნდა იდოს მინსკის შეთანხმებები. რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, ამ თემას გაკვრით შევეხეთ, აქ განსახილველი არაფერია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრას, პუტინის თქმით, სამხედრო წვრთნებს საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს.
"ჩვენ სამხედრო წვრთნებს ჩვენს ტერიტორიაზე ვატარებთ ისევე, როგორ აშშ – თავის ტერიტორიაზე მრავალ სწავლებას. თუმცა ჩვენ არ ვატარებთ სწავლებებს აშშ-ის სახელწიფო საზღვრებთან სამხედრო შემადგენლობისა და ტექნიკის მიყვანით. სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამას აკეთებენ სწორედ ახლა. ამიტომ ამ საკითხზე შეშფოთება არა ამერიკულს, არამედ რუსულ მხარეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ჟენევაში დღეს გაიმართა.


