Accentnews.ge
პუტინი:"აშშ და რუსეთი ქვეყნებში თავის დიპმისიებს აბრუნებენ"

პუტინი:"აშშ და რუსეთი ქვეყნებში თავის დიპმისიებს აბრუნებენ"

16/06/2021 16:03:09 მსოფლიო

"აშშ და რუსეთი თავის დიპმისიებს აბრუნებენ" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეს-კონფერენციაზე, განაცხადა რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ბაიდენის სიტყვით გამოსვლა 1,5 საათშია დაგეგმილი.

როგორც ჟურნალისტებს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციაში ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, მოლაპარაკებებმა წარმატებულად ჩაიარა.

სავარაუდოდ, ამასვე მოწმობს ჯო ბაიდენის ჟესტი: შეხვედრების დასრულების შემდეგ მანქანაში ჩაჯდომისას, ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია იგი მოლაპარაკებებით, აშშ-ის პრეზიდენტმა არაფერი თქვა, თუმცა ცერა თითი ზემოთ ასწია.

ინფორმაციისთვის: რუსეთმა აშშ-დან ელჩი გაზაფხულზე, ორი ქვეყნის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გაიწვია. ამის შემდეგ რუსეთის საგარეომ აშშ-ის ელჩსაც მისცა რეკომენდაცია, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S