აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა დაგეგმილზე თითქმის ერთი საათით ადრე დასრულდა
16/06/2021 15:59:15 მსოფლიო
ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა დაგეგმილზე თითქმის ერთი საათით ადრე დასრულდა,– იუწყება BBC.
გაფართოებულ მოლაპარაკების რაუნდთან ერთად, დასრულდა სამიტიც.
მოლაპარაკებები საერთო ჯამში, სამ საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
ცოტა ხანში, პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამართავენ.
ბაიდენმა ლა-გრანჟის ვილა უკვე დატოვა.


