
"ავღანეთში ომი რომ მდომებოდა, ერთ კვირაში მოვიგებდი, უბრალოდ არ მინდა 10 მლნ ადამიანის განადგურება"
23/07/2019 03:58:51 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში ომის მოგება ერთ კვირაში შეუძლია, თუმცა არ სურს 10 მლნ ადამიანის განადგურება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე რომ ავღანეთში ომი მდომებოდა, ამ ომს ერთ კვირაში მოვიგებდი. უბრალოდ არ მინდა 10 მლნ ადამიანის განადგურება. ასეთ შემთხვევაში ავღანეთი მიწასთან გასწორდებოდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.