"ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული შემთხვევების 10% მოდის ინდურ შტამზე"
16/06/2021 13:28:35 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების 10% სავარაუდოდ, ინდური შტამზე (დელტა) მოდის.
მისი თქმით, ინდური შტამის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაგალითად სხვა შტამები.
"მოხდა გადათვლა სპეციალური ფორმულების მიხედვით და ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული შემთხვევების 10% მოდის ინდურ შტამზე. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა დომინანტური ინდური შტამი, არ ვიცით, ჯერჯერობით ბრიტანული შტამია დომინანტური.
რითაც განსხვავდება ინდური შტამი, ეს არის უფრო იოლი გადადების და უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული ჩინური შტამი და ბოლო კვლევებით, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ბრიტანული შტამი", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული.


