Accentnews.ge
"საქართველოში ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც, ამას არავინ უარყოფს"

"საქართველოში ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც, ამას არავინ უარყოფს"

16/06/2021 10:50:42 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში Covid-19-ის ინდური შტამის (დელტა) უფრო მეტად გავრცელებას პროგნოზირებს.

"ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც, ამას არავინ არ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაქცინაცია და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა რეგულაცია", – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამით ინფიცირების 18 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S