ლატვიის პრეზიდენტი: "ბაიდენმა ნათლად უნდა დაანახოს პუტინს, რომ აშშ მზადაა, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხოს"
16/06/2021 10:35:29 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მოუწოდებს აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენს, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მტიკიცედ იმოქმედოს.
"შეერთებული შტატების ლიდერმა უნდა აჩვენოს, რომ აშშ ძლიერია და ნატო-სთან ერთად გაცილებით მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ეს რუსეთს გააჩნია. მან ნათლად უნდა დაანახოს პუტინს, რომ აშშ მზადაა, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უპასუხოს. პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან გამოცდილია. იგი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, უთხრას პუტინს "გაჩერდი, არც ერთი ნაბიჯი წინ!", – განაცხადა ლევიტსმა.
პუტინ–ბაიდენის შეხვედრა დღეს ჟენევაში გაიმართება.


