Accentnews.ge
მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

16/06/2021 10:27:38 საზოგადოება

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

მისი თქმით, "ამდენი თანამშრომლის ყოფნა საჭირო არ არის".

"ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით, როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება, ვინც დღეს არის, სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ", – განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. რაც შეეხება კითხვას, რა პრინციპით გათავისუფლდნენ ისინი, მეუფე იაკობი არ პასუხობს.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S