ბოლო 7 დღეში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა
16/06/2021 09:28:24 მსოფლიო
ბოლო 7 დღეში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ აფრიკის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო.
ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 630 650 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 31%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 454 710 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევების ანალოგიური მაჩვენებელია, მესამე ადგილზეა არგენტინა 177 693 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი 17 %-ითაა შემცირებული, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი კოლუმბია ( 176 661 ახალი შემთხვევა) და აშშ (105 019 ახალი შემთხვევა) არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 72 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 2%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.


