რონალდუმ პრეს-კონფერენციაზე "კოკა-კოლა" გვერდით გადადგა, რის გამოც კომპანიამ 4 მლრდ იზარალა
16/06/2021 08:56:50 მსოფლიო
ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა, შემდეგ კი ხელში წყლის ბოთლი აიღო და ხალხს წყლის დალევისკენ მოუწოდა.
"კოკა-კოლა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ფეხბურთელის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
აღნიშნულის შემდეგ კომპანიის ერთი აქციის ფასი 56,10 აშშ დოლარიდან 55,22 დოლარამდე დაეცა. „კოკა-კოლას“ საბაზრო ღირებულებამ კი 242 მილიარდიდან 238 მილიარდ დოლარამდე იკლო.


