ევროპარლამენტარების ნაწილი ბაიდენს მოუწოდებს, პუტინი სანქციების შესახებ გააფრთხილოს
16/06/2021 08:32:33 მსოფლიო
ევროპარლამენტარების ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი მოსალოდნელი სანქციების შესახებ გააფრთხილოს.
შესაბამისი მიმართვა „ევროპის სახალხო პარტიამ" გაავრცელა.
პოლონელი ევროდეპუტატი რადოსლავ შიკორსკი მოუწოდებს აშშ-ის ლიდერს, გადასცეს პუტინს, რომ თუ კრემლი გააგრძელებს სხვა ქვეყნების შანტაჟს, მაშინ აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებს კვლავ დააწესებს.
პუტინ–ბაიდენის შეხვედრა დღეს ჟენევაში გაიმართება.


