Accentnews.ge
"ვიმედოვნებ,  მხარდაჭერა მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, ნატო-ს წევრი გახდება"

"ვიმედოვნებ,  მხარდაჭერა მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, ნატო-ს წევრი გახდება"

16/06/2021 08:16:25 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, იმედი აქვს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, ნატო-ს წევრი გახდება.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ თვალსაზრისით გააქტიურდა ყველა მაღალი რანგის პოლიტიკოსი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება, მალე გავხდებით წევრი, ამას ელოდება ქართველი ხალხი და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და კიდევ მივიღეთ უმაღლესი შეფასებები, რომ ნატო-ს წევრობას ვიმსახურებთ. იმედია, ეს უმოკლეს პერიოდში მოხდება, იქნება კონკრეტული ნაბიჯები და ის გზა, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს მალე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

იხილეთ ასევე: ამერიკელი სენატორი შაჰინი: "ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი. უმოქმედობა გამარჯვებას პუტინს მოუტანს"

რა წერია ნატო–ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს თაობაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S