"ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი. უმოქმედობა გამარჯვებას პუტინს მოუტანს"
15/06/2021 17:09:21 პოლიტიკა
"ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი", – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, სენატში NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში წერს, რომელიც ამერიკულ გამოცემა „USA Today”- ში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, რეფორმები უცილებელია, რათა NATO–მ შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები, თუმცა უმოქმედობა გამარჯვებას პუტინს მოუტანს.
"ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი, სულ მცირე, უნდა უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ორივე ქვეყანას სურს, შეუერთდეს ალიანსს და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატო–ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით და არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. რეფორმები უცილებელია, რათა ნატო–მ შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები, თუმცა უმოქმედობა გამარჯვებას პუტინს მოუტანს", – აცხადებს შაჰინი.


