თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
16/06/2021 06:56:39 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 811 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 672 პირი გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,36 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა,
- აჭარა - 53,
- იმერეთი - 69,
- ქვემო ქართლი - 53,
- შიდა ქართლი - 39,
- გურია - 3,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50,
- კახეთი - 38,
- მცხეთა-მთიანეთი - 24,
- სამცხე-ჯავახეთი - 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282 საიდანაც: 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 636, აჭარაში - 253, იმერეთში - 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 70, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 121, აჭარაში - 9, იმერეთში - 17. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 - თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448, იმერეთში - 1 021.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775 პირი გამოჯანმრთელდა, 5 096 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.


