
საქართველოში 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
22/07/2019 18:22:56 სხვა, საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 4.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ონის სოფელ ბაჯიხევში იყო.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.