„ზანგეზურის დერეფანზე“ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებთ მის შესაქმნელად"
15/06/2021 15:01:27 მსოფლიო
„ზანგეზურის დერეფანზე“ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებთ მის შესაქმნელად", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქალაქ შუშაში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული "სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ" დეკლარაცია, მათ შორის, სატრანსპორტო საკითხებს მოიცავს.
"დეკლარაციაში „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნასთან დაკავშირებული საკითხები აისახა. ეს არის იმ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. დღეს არა მხოლოდ ვსაუბრობთ „ზანგეზურის დერეფანზე“ არამედ პრაქტიკულ სამუშაოებს ვატარებთ მის შესაქმნელად. ერთობლივ დეკლარაციაში ამ საკითხის ასახვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ალიევმა.


